გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

არჩილ თალაკვაძე: ნატოსთან და ევროკავშირთან მიმართებაში გაწევრიანების გზაზე ხელშესახები პროგრესი სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერობით იყო მიღწეული

7-09-2021

"მინდა შეგახსენოთ, რომ ნატოსთან და ევროკავშირთან მიმართებაში გაწევრიანების გზაზე ხელშესახები პროგრესი სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერობით იყო მიღწეული. სწორედ ამ პერიოდში გაფორმდა ასოცირების ხელშეკრულება, ამ პერიოდში გაფორმდა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება ევროკავშირთან და ამ პერიოდში საქართველოს ნატოსთან და აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა გაძლიერდა დიამეტრალურად, ვიდრე ეს იყო როდესაც ჩვენ ჩავიბარეთ ხელისუფლება", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენელთა მხრიდან გაჟღერებული საყვედურები საპასუხოდ.

„ვერ მივიღებთ საყვედურებს იმ  ადამიანებისგან, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, რომ საქართველო დაშორებოდა დასავლეთს, დაშორებოდა ევროკავშირს და ევროპულ ღირებულებებს, რაც არის ადამიანის უფლებების დაცვა, დემოკრატიული არჩევნები, ბიზნესის თავისუფლება, როდესაც საკუთრება დაცულია და როდესაც ინსტიტუტებს შორის არსებობს ნორმალური  ბალანსი. თქვენ, როდესაც საყვედურებს გვეუბნებოდით, თქვენ, რომლებმაც ყველა ეს პრინციპი დაარღვიეთ, რა მორალური უფლება გაქვთ, რომ გვეუბნებით დაუსაბუთებელ საყვედურებს ევროკავშირთან  და ნატოსთან მიმართებაში ჩვენი ქვეყნის გზაზე და ინტეგრაციის პროცესზე?", - მიმართა არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას.