გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი კობახიძემ გენერალური პროკურორის არჩევის წესის საკონსტიტუციო ჩანაწერი განმარტა

7-09-2021

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციური კანონპროექტის მე-11 და მე-12 პუნქტების შეთანხმებულ ვარიანტთან ერთად, საკონსტიტუციო ცვლილებების მე-13 პუნქტზეც ისაუბრა, რომელიც გენერალური პროკურორის არჩევის წესს განსაზღვრავს.

 

„კონსტიტუციური კანონპროექტის მე-13 პუნქტი განსაზღვრავს გენერალური პროკურორის არჩევის წესს. აქ არის მოცემული პუნქტი იმ ჩანაწერის მიხედვით, რომელიც თავის დროზე ჩადებული იყო 19 აპრილის ანულირებულ შეთანხმებაში. საუბარია იმაზე, რომ მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს ირჩევს პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5-ის უმრავლესობით და თუ ამ წესით ორჯერ ვერ აირჩევს, პარლამენტი გენერალურ პროკურორს სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს. მეორე და მესამე კენჭისყრა ტარდება შესაბამისი წინა კენჭისყრიდან არაუმეტეს 28 დღისა და კენჭი ეყრება ერთსა და იმავე კანდიდატს. მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტის მიერ სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადაა 1 წელი. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ოპოზიციურ პარტიებთან და შევთანხმდით, რომ მე-11 და მე-12 პუნქტებს, რომლებიც საარჩევნო ბარიერს და ფრაქციების შექმნის წესს უკავშირდება, ჩვენ უცვლელად დავუჭერთ მხარს. რაც შეეხება გენერალურ პროკურორს - პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრაზე ჩვენ შევთანხმდით, რომ ოპოზიციურ პარტიებს უნდა წარმოედგინათ კონტრარგუმენტები, რომელიც არ რეგულაციას უკავშირდება. პირველ რიგში ჩვენს არგუმენტებს გაგაცნობთ - როდესაც საქმე ეხება გენერალური პროკურორის არჩევას, თავდაპირველად აქ არის წარდგენილი კვალიფიციური უმრავლესობის წესი, თუმცა თუ ვერ იკრიბება კვალიფიციური უმრავლესობა ამ შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობას მაინც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ 76 ხმით აირჩიოს გენერალური პროკურორი. აქ მხოლოდ ვადებშია საქმე და პირველი კენჭისყრიდან უმრავლესობას შეუძლია 2 თვეში აირჩიოს გენერალური პროკურორი, აქედან გამომდინარე, მოცემულობა არ იცვლება და საბოლოო ჯამში ისევ საპარლამენტო უმრავლესობა ირჩევს მას. 76 ხმით არჩეული გენერალური პროკურორი თავის თანამდებობაზე განწესებულია 1 წლის ვადით, რის შედეგად რეალურად ვიღებთ პრობლემას, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ეს რეგულაცია არსებითად უპირისპირდება ინსტიტუტის დამოუკიდებლობის პრინციპს. დაველოდებით ჩვენ კონტრა არგუმენტებს და თუ დაგვარწმუნებენ კოლეგები, ამ შემთხვევაში შეგვიძლია დავტოვოთ ეს ნორმა. წინააღმდეგ შემთხვევაში გთავაზობთ მე-13 პუნქტის გარეშე ვუყაროთ წარმოდგენილ კანონპროექტს კენჭი", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პირველი მოსმენით მიმდინარეობს.