გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

კახა კუჭავამ და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ისაუბრეს

7-09-2021

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ვისაუბრეთ არჩევნებზე, რომელიც ოქტომბერში ჩატარდება, სადამკვირვებლო მისიაზე, ანგარიშებსა და რეკომენდაციების შესრულების პროცესზე",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, მარგარეტა ცედერფლეტთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. კახა კუჭავა ავსტრიაში იმყოფება, სადაც პარლამენტის სპიკერების მეხუთე მსოფლიო კონფერენციაში იღებს მონაწილეობას.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოსა და ასამბლეას შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

 

„პრეზიდენტი, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ იქნა არჩეული,  ჩვენი ქვეყნის მეგობარია. ვისაუბრეთ სხვადასხვა მიმდინარე საკითხზე, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობისთვის. საუბარი შეეხო არა მხოლოდ რეფორმებს და ურთიერთობის კიდევ უფრო გაძლიერების გეგმებს, არამედ არჩევნებსაც, რომელსაცოქტომბერში ჩავატარებთ, ოდირის წარმომადგენლობას, რომელიც დაესწრება, ანგარიშებს, რომლებიც მომზადდება. მათთვის საინტერესო იყო, მოესმინათ რეკომენდაციების შესრულების პროცესი, რომელიც  საარჩევნო კოდექსში უკვე ავსახეთ და მათი მხრიდანაც იყო საკმაოდ პოზიტიური სიგნალი იმ კუთხით, რომ ამას მხარი დაუჭირა არა მხოლოდ მმართველმა პარტიამ, არამედ შემუშავებულ იქნა და მიღებულ იქნა ასევე ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერით. ეს მათთვის მნიშვნელოვანია",- განაცხადა კახა კუჭავამ.