გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ბათუმში ევროპის ინოვაციური აკადემია სასწავლო პროგრამებს განახორციელებს

7-09-2021

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ევროპის ინოვაციური აკადემიის აღმასრულებელ დირექტორს ანნი სინიჯარვს შეხვდა. შეხვედრაზე ევროპული ინოვაციური აკადემიის საზაფხულო პროგრამის ბათუმში  ჩატარების შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება.

 

ბათუმი თავს იმკვიდრებს მსოფლიო რუკაზე როგორც განათლების ჰაბი. ევროპის ინოვაციური აკადემიის პროგრამის მიზანია ყოველწლიურად 500 სტუდენტს მისცეს სტარტაპის შექმნის პრაქტიკული გამოცდილება. მომავალ წელს პროგრამაში 70 ქვეყანა ჩაერთვება. მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების მიერ ბათუმში საერთაშორისო პროგრამების განხორციელება, ხელს შეუწყობს ბათუმის როგორც განათლების განათლების, კულტურის და ინოვაციების ქალაქის პოზიციონირებას.

 

ევროპის ინოვაციური აკადემია აღიარებულია როგორც ლიდერი ტექნიკური მეწარმეობის განათლებაში. საგანმანათლებლო პროგრამები შემუშავებულია მსოფლიოს წამყვანი ინსტიტუტების, სტენფორდისა და კალიფორნიის უნივერსიტეტების,  Google -ის გუნდის წამყვანი სპეციალისტების მიერ, რომელიც ორიენტირებულია ტექნოლოგიურ ინოვაციებზე.

 

ევროპის ინოვაციურ აკადემიასთან და კავკასიის უნივერსიტეტებთან ერთად დაიგეგმა თანამშრომლობა უმაღლესი განათლების გაღრმავების, გაცვლითი პროგრამების, საერთაშორისო კვალიფიკაციის პროფესორების ჩართულობის მხრივ.