გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი: ნიკოლ ფაშინიანს დავუდასტურე მზადყოფნა, საქართველომ გააგრძელოს აქტიური მედიაციის როლი იმისთვის, რომ აღდგეს ნდობა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, რაც მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისთვის

8-09-2021

ნიკოლ ფაშინიანს დავუდასტურე მზადყოფნა, საქართველომ გააგრძელოს აქტიური მედიაციის როლი იმისთვის, რომ აღდგეს ნდობა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, რომელიც მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისთვის-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "Facebook"-ში წერს.


მთავრობის მეთაურის თქმით, სომხეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობას დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის და ზოგადად, რეგიონის სტაბილურობას.


"თბილისში ვმასპინძლობ საქართველოს დიდ მეგობარს, ჩემს კოლეგას, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს.


კიდევ ერთხელ მივულოცე პრემიერ-მინისტრს არჩევნებში გამარჯვება. ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთის სტაბილურობას, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ სტაბილურობას და ეს პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის და ზოგადად, რეგიონის სტაბილურობას.


ჩვენი საერთო ხედვაა, რომ ჩვენი რეგიონი ეტაპობრივად გარდავქმნათ ახალი შესაძლებლობების, განვითარების და მშვიდობის რეგიონად.


ჩვენ სწორედ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას.


საქართველო ყოველთვის იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობის და თანაცხოვრების მომხრე. ჩვენ ეს რამდენიმე ხნის წინ საქმით დავამტკიცეთ. საქართველოს, კერძოდ ჩემი მედიაციით, სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ძალისხმევით, ჩვენ, სამი ქვეყნის ლიდერმა მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც უკავშირდებოდა სომეხი ტყვეების დაბრუნებას სამშობლოში და ასევე, აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის, რუკების გადაცემას. ეს წარმატებული პრეცედენტი ჩვენ გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ კიდევ მეტი შეგვიძლია გავაკეთოთ რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების მისაღწევად.


დღეს ნიკოლ ფაშინიანს კიდევ ერთხელ დავუდასტურე სრული მზადყოფნა, საქართველომ გააგრძელოს აქტიური მედიაციის როლი იმისთვის, რომ აღდგეს ნდობა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისთვის. ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ახალი იდეები და ერთად განვახორციელოთ ახალი პროექტები",-წერს ირაკლი ღარიბაშვილი.