გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ვასილ გველესიანი: ჩემს მთავარ ძალას წარმოადგენს „ოცნების“ ხელისუფლება, რომელიც ერთადერთი ღირსეული პოლიტიკური ძალaა ქართულ რეალობაში

11-09-2021

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში „ქართული ოცნების“ ზესტაფონის მერობის კანდიდატი ვასილ გველესიანი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

ამჯერად, მერობის კანდიდატი  კირკის უბნისა და ელემენტების ქუჩის მოსახლეობას ესტუმრა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

 

“წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. ამჯერად კირკისუბნისა და ელემენტების ქუჩის მოსახლეობას ვესტუმრე და სამომავლო გეგმები გავაცანი.

სასიამოვნოა ამ უბნებში სიარული, რადგან სრულადაა მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა, გაკეთებულია სანიაღვრე არხები და გარე განათებები. გადაჭრილია წყალმომარაგების პრობლემა. რეაბილიტირებულია მე-7 საბავშვო ბაღი და სპორტული მოედნები.

 

კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს ოპონენტებს და ჩვენს მოსახლეობას, რომ ჩემს მთავარ ძალას წარმოადგენს  „ოცნების“ ხელისუფლება, რომელიც არის ერთადერთი ღირსეული პოლიტიკური ძალა ქართულ რეალობაში, რომელმაც პასუხისმგებლობით მართა და მართავს ჩვენს ქვეყანას”- განაცხადა მერობის კანდიდატმა.