გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი: გაათმაგებული ტემპებით, გაათმაგებული ენერგიით უნდა დავაფინანსოთ სამუშაოები, ხალხს გვერდში დავუდგეთ და ხალხზე ორიენტირებული პოლიტიკა ვაწარმოოთ

11-09-2021

ჩვენ მერებს დიდი ყურადღებით ვარჩევთ და მთავარი დავალება, რაც აქვთ მიცემული მერებს და კანდიდატებს, არის ის, რომ ჩვენს ძვირფას მოსახლეობას მაქსიმალურად  გვერდში დაუდგნენ, რომ ადგილზე ყველას შეხვდნენ, მოუსმინონ და ადგილზე გადაუწყვიტონ ყველა ის პრობლემა, რომელიც მათ წინაშეა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ადიგენის მერობის კანდიდატის, გოჩა ქიმაძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, იმის მიუხედავად, რომ ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა ბოლო 8 წლის განმავლობაში, ძალიან ბევრი პროექტი დაფინანსდა, დაიგო გზები, ჩატარდა გაზიფიცირების სამუშაოები, წყლის პრობლემები მოგვარდა ბევრ მუნიციპალიტეტში, გამოწვევა ჯერ კიდევ ბევრია და ეს არის უმუშევრობა.

„დასაქმების პრობლემა არის ყველგან, მთელს ქვეყანაში და ეს პრობლემა არ დაწყებულა გუშინ. ეს არის სწორედ იმ უგუნური პოლიტიკის შედეგი, რომელიც დაწყებული 90-იანი წლებიდან, გაგრძელდა 2012 წლამდე და ჩვენ გვერგო ძალიან მძიმე მემკვიდრეობა. მემკვიდრეობა, რომელიც ძალიან მძიმე იყო და პრობლემები იყო ყველა მიმართულებით. ჩვენ მთელი ქვეყანა მოვიარეთ და ვნახეთ, რომ ისეთ ქალაქებში და სოფლებში დავაგეთ გზები, სადაც არ დაგებულა ბოლო 30 წლის განმავლობაში, მათ შორის, არც კომუნისტების დროს. გაგვყავს გზები, წყალგაყვანილობა, ვატარებთ გაზიფიცირების სამუშაოებს. ეს მასშტაბური სამუშაოებია, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად შევასრულეთ. უნდა აღინიშნოს თუნდაც, ის ფაქტი, რომ 10 000 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია მოვახდინეთ ამ ბოლო, 8 წლის განმავლობაში. ძალიან ბევრი პროექტი დაფინანსდა. თუნდაც, სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ძალიან ბევრი პროგრამა ავამოქმედეთ, როგორიც არის მაგალითად, „აწარმოე საქართველოში", „შეღავათიანი აგროკრედიტი", „დანერგე მომავალი", უამრავი სხვა.   მათ შორის, ასევე, ჩვენ წავახალისეთ ადგილობრივი წარმოების განვითარება და ასევე, ტურიზმის განვითარება. ათეულობით და ასეულობით ახალი სასტუმროს მშენებლობა დაფინანსდა. თუნდაც, შედარებისთვის რომ ავიღოთ, რა იყო 2012 წელს და რა არის დღეს. მაგალითისთვის გეტყვით, რომ 14 000 ჰექტარი ახალი ბაღები გაშენდა, მრავალწლოვანი კულტურები, 7 000 ჰექტრამდე ახალი ვენახები გაშენდა და ძალიან ბევრი კომპანია შეიქმნა. თუნდაც მეღვინეობაზე რომ ვილაპარაკოთ, 2012 წელს იყო 40  კომპანია, დღეს არის 340 კომპანია და ეს პროგრესი არის ყველა მიმართულებით. ყველა სექტორში გვაქვს ხელშესახები პროგრესი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი და კიდევ მეტი უნდა გავაკეთოთ. ახლა, გაათმაგებული ტემპებით, გაათმაგებული ენერგიით მეტი სამუშაოები უნდა დავაფინანსოთ, ხალხს გვერდში დავუდგეთ და ხალხზე ორიენტირებული პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ. ყველა ის პროგრამა, ყველა ის პროექტი, რომელიც დაფინასდება და ახლა ვიწყებთ მასშტაბურ სამუშაოებს, იქნება ყველა მუნიციპალიტეტზე მორგებული", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.