გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: ილიას სიდიადე მის იდეებსა და ღირებულებებშია, იმ ღირებულებებში, რომლებიც ყველა თაობისთვის თანაბრად აქტუალური და ძვირფასია

12-09-2021

114 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ილია მოუკლეს. ილია ჭავჭავაძემ მთელი სიცოცხლე დიდ ქართულ საქმეს - ეროვნული თვითშეგნებისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების გაღვივებას მიუძღვნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ილია ჭავჭავაძის ღვაწლი ფასდაუდებელია.


„ის თავდადებით იბრძოდა ქართველი ერის უკეთესი მომავლისათვის და გადამწყვეტი წვლილი შეჰქონდა ეროვნული თვითგამორკვევის საქმეში, - სწორედ ამიტომ მოკლეს ილია.


ილიას სიდიადე მის იდეებსა და ღირებულებებშია, იმ ღირებულებებში, რომლებიც ყველა თაობისთვის თანაბრად აქტუალური და ძვირფასია.


ქართველი ერი მუდამ პატივს მიაგებს დიდი ილიას ნათელ ხსოვნას და არასოდეს დაივიწყებს მის ამაგს სამშობლოს წინაშე", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში, რომელიც საქართველოს მთავრობის ოფიციალურ „ფეისბუქ" გვერდზე გამოქვეყნდა.