12-09-2021
,,ასპინძაში ბოლო პერიოდში მიმდინარეობს ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი და ყველა სამუშაო მიმართული იმისკენ, რომ დაძლეულ იქნას ის გამოწევები, რომელიც გვაქვს'' განაცხადა უმრავლესობის წევრმა ანტონ ობოლაშვილმა, ასპინძაში ,,ქართული ოცნების'' მერობის კანდიდატის როსტომ მაგრაქველიძის წარდგენისას.
მაჟორიტარმა დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც რეგიონში მიმდინარეობს.
,,ყველა სოფელში მიმდინარეობს გაზიფიცირება, სარწყავი და სასმელი წყლის მოწესრიგება. დარწმუნებული ვარ, ეს გამოწვევები მალე იქნება დაძლეული და ადგილობრივებს ექნებათ განვითარების მეტი შესაძლებლობა. ასევე, მნიშვნელოვანია ის პროგრამები, რომლებსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები ახორციელებენ. ბატონმა პრემიერმა ბრძანა, რომ ამ მიმართულებით იგეგმება ათეულობით მილიარდი ლარის ინვესტიცია, რაც მეტი განვითარების შესაძლებლობას მოგვცემს. აუცილებელია ამ პროგრამების მაქსიმალური გამოყენება.''- განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.
დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა იმ ტურისტულ პოტენციალზე, რომელიც ასპინძის მუნიციპალიტეტს გააჩნია.
,,ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა, ვიყო ასპინძის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი და მისი განვითარების მონაწილე. ჩვენს მუნიციპალიტეტს აქვს განვითარების უდიდესი პოტენციალი როგორც სოფლის მეურნეობის, ისე ტურიზმის მიმართულებით. ტურისტებისთვის ასპინძა ნამდვილი სამოთხეა. რადგან აქ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის კულტურულ–ისტორიული არქიტექტორული ძეგლები, რომელთა წვლილი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ფასდაუდებელია. ვარძიის კედლებში ინახავს ჩვენი ქვეყნის ძლევამოსილებას და ეს თითოეული ქართველისთვის არის საამაყო. პროექტებს, რომელიც რეგიონში მიმდინარეობს ხელმძღვანელობდა ჩვენი მოქმედი მერი როსტომ მაგრაქველიძე და აუცილებელია მან გააგრძელოს ეს სამუშაოები, რადგან ასპინძა განვითარების სწორ გზაზე დგას. დარწმუნებული ვარ, თავისი გეგმებით ის გააკეთებს ყველაფერს, რომ თითოეული ასპინძელისთვის იყოს განვითარების მეტი საშუალება. ხვალინდელი ასპინძა იქნება ბევრად უფრო უკეთესი და როსტომი იქნება ასპინძის წარმატებული მერი'' - განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.