გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატით ოზურგეთში მამაკაცი გარდაიცვალა

19-04-2018

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.

გარდაცვლილის მეზობლების განცხადებით, ახალგაზრდა შეუძლოდ მას შემდეგ გახდა, რაც რაც საკუთარი სახლის სხვენში შეწამვლითი სამუშაოები დაასრულა.

"ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატის გამოყენების შემდეგ, მისი მდგომარეობა რამდენიმე წუთში დამძიმდა, სასწრაფო გამოვიძახეთ, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა"-აცხადებენ ადგილობრივები.

ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, რომ მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ძლიერი ინტოქსიკაციით გადაიყვანა და მისი გადარჩენა ვერ შეძლეს:

"პაციენტი სასწრაფომ ჩვენთან გადმოიყვანა ტერმინალურ მდგომარეობაში, შემოყვანისთანავე მართვით სუნთქვაზე იყო გადაყვანილი, მაგრამ ვერ მოხერხდა მისი გადარჩენა, გული გაუჩერდა. ძლიერი ინტოქსიკაციით იყო მოყვანილი. გვითხრეს, რომ რაღაცას წამლავდა და გახდა ცუდად"- განაცხადა ცენტრის დირექტორმა, დავით მდინარაძემ.

კიდევ ერთი შემთხვევა სოფელ მელექედურში დღეს მოხდა, როცა იმავე პრეპარატით შეწამვლითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, მამაკაცი ცუდად გახდა:

"სახლის სხვენს ვწამლავდი, სადაც იცის დაბუდება. აპარატი მქონდა და ნიღაბიც მეკეთა. ვგრძნობდი, რომ ნელ-ნელა სუნთქვა მეკვროდა, მერე გონება დავკარგე და კიბიდან ჩამოვვარდი. ამ დროს მეზობელთან სასწრაფო იყო გამოძახებული, მეც გამსინჯეს და მითხრეს ქიმიური მოწამვლა გაქვსო"-აცხადებს ი.ღ.

თეა იოსელიანი.

გაზეთი "ალია"