გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი: ძნელია, ემოციების გარეშე შეხვდე ამდენ ოლიმპიურ ვარსკვლავს, ჩვენს კანდიდატს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს, გენო პეტრიაშვილს, ლაშა შავდათუაშვილს და ვაჟა მარგველაშვილს, დიდი მადლობა, ჩვენო საამაყო ჩემპიონებო

14-09-2021

ძნელია, ემოციების გარეშე შეხვდე ამდენ ოლიმპიურ ვარსკვლავს. მივესალმოთ ჩვენს კანდიდატს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს, გენო პეტრიაშვილს, ლაშა შავდათუაშვილს და ვაჟა მარგველაშვილს. დიდი მადლობა, ჩვენო საამაყო ვარსკვლავებო, ჩემპიონებო, - ამ სიტყვებით დაიწყო გამოსვლა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" გორის მერობის კანდიდატის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის წარდგენაზე.


მთავრობის მეთაურმა გორის მცხოვრებლებს ერთგულებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.


„ჩვენ ყველამ ერთად ძალიან ბევრი არჩევნები გამოვიარეთ და ღირსეულად და დამაჯერებლად გავიმარჯვეთ. ახლა ვემზადებით, ბუნებრივია, მორიგი გამარჯვებისთვის და 2 ოქტომბერს ჩვენ კიდევ ერთხელ ძლიერად და დამაჯერებლად გავიმარჯვებთ, იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას" დღეს ალტერნატივა ქვეყანაში არ ჰყავს. ჩვენ ჩვენი საქმით დავამტკიცეთ, რომ ვართ ერთგული ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის და ჩვენთვის არ არსებობს იმაზე დიდი მისია და ამოცანა, ვიდრე ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის მსახურება. ბოლო 8 წლის განმავლობაში ჩვენ არაერთი პროექტი განვახორციელეთ და რეალურად, ქვეყანას მოვუტანეთ პროგრესი ყველა მიმართულებით, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, განათლება, კულტურა, სპორტი, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, ადგილობრივი წარმოებისა და ეკონომიკის განვითარება, მაგრამ ჩვენ კარგად გვესმის, რომ ჩვენს მოსახლეობას დიდი გასაჭირი აქვს. მთავარი გამოწვევაა სიღარიბე და უმუშევრობა და ყველანი ვმუშაობთ, რათა, რაც შეიძლება მალე დავძლიოთ აღნიშნული გამოწვევა. მთავრობას კარგად აქვს გააზრებული და ჩამოყალიბებული გვაქვს გეგმა და ხედვა, თუ როგორ განვავითაროთ კიდევ უფრო მეტად სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა, განათლება, თუ როგორ გავხადოთ კიდევ უფრო ლამაზი და განვითარებული ჩვენი ქალაქები, სოფლები და როგორ დავაყენოთ ფეხზე ჩვენი რეგიონები. ამ მიზნით ჩვენ შევიმუშავეთ გრძელვადიანი განვითარების ხედვა. გვაქვს კონკრეტულად გაწერილი გეგმები, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, განათლება და ვიცით, როგორ ვუპასუხოთ გამოწვევებს", - განაცხადა პრემიერმა.