გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სოფელ ბარნაბიანთკარში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები ხორციელდება

15-09-2021

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარნაბიანთკარში სასმელი წყლის მოწყობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.


სამუშაოებს მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „გაზტექმშენი“ ასრულებს.


პროექტით დაგეგმილია: ჭაბურღილის, წყალსადაწნეო კოშკის, 50 მ3 რეზერვუარის, წყალსადენის მაგისტრალის, შიდა ქსელის, საქლორატოროს  და სანიტარული ღობის მოწყობა.


პროექტის ღირებულება 207 400 ლარია, რომელიც რეგიონალური განვითარების ფონდისა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.


სოფელში შიდა დაქსელვა დღემდე არ არსებობდა, მოსახლეობა ძირითადად ჭებითა და წყაროებით სარგებლობდა.   პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობას სასმელი წყლის მიწოდება გაუუმჯობესდებათ - აღნიშნა იოსებ მარღიშვილმა, მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა მეტეხის ადმინისტრაციულ ერთეულში.