გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სოფელ თეკლათში დამშრობი სისტემის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

16-09-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სარწყავი და სადრენაჟე სისტემების მოწესრიგებას ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობს.


ამჯერად აღდგენითი სამუშაოები სენაკის მუნიციპალიტეტში ცივა-ტეხურის დამშრობ მასივზე მიმდინარეობს.


ექსპლუატაციის პროგრამის ფარგლებში, სოფელ თეკლათში ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან საერთო სიგრძით 15 კილომეტრი კოლექტორები და შემკრები არხები იწმინდება, რის შედეგადაც მუნიციპალიტეტში 60 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება. აღნიშნული ფართობით დაახლოებით 100 ბენეფიციარი ისარგებლებს.


დამშრობი ქსელის მოწესრიგება საქართველოს მელიორაციამ საკუთარი ძალებით მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო და სექტემბრის ბოლოს დაასრულებს.