გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ხელვაჩაურში მაჭახელას ხეობაში „ეთნოსოფელი" შენდება

16-09-2021

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მაჭახელას ხეობაში, „ეთნოსოფლის" მასშტაბური პროექტის განხორციელების მიმდინარეობას გაეცნო.


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს „ეთნოსოფლის" მასშტაბური პროექტის განხორციელება. ამ ეტაპზე სრულდება თანამედროვე სტანდარტების ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა. მიმდინარეობს შენობის ინტერიერის და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები. პროექტის ფარგლებში წელსვე სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტები მომზადდება. რაც მაჭახელას ხეობაში არსებული ხიდის რეაბილიტაციას, ქვედა ჩხუტუნეთში ალივაკეს ციხის რესტავრაციას. ასევე, „მაჭახელას თოფის გზის" ფარგლებში, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს.


"ეთნოსოფელი" გათვლილია ტურიზმის განვითარებაზე, ეკონომიკური აქტივობის ზრდაზე, გარემოს დაცვასა და გაჯანსაღებაზე, რაც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასაც გულისხმობს.