გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ხელვაჩაურში ფერიის ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა

16-09-2021

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აჭარის განათლების და მეცნიერების მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად ხელვაჩაურში სოფელ ფერიის 430 მოსწავლეზე გათვლილი ახლადაშენებული საჯარო სკოლა დაათვალიერა.

 

აჭარის მთავრობის დაფინანსებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ფერიის ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარე სასწავლო წლისთვის დასრულდა. მშენებლობის ღირებულებამ 3, 4 მლნ  ლარი შეადგინა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებულ 4 სართულიან სკოლაში ლაბორატორიები, თანამედროვე საბიბლიოთეკო სივრცე, სპორტული და სააქტო დარბაზები განთავსდა. მოეწყო სკოლის ეზო, ინფრასტრუქტურა სრულადაა ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

 

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აჭარის მთავრობის გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში, 2021 წელს აჭარაში ახორციელებს 18 საჯარო სკოლისა და სპორტული დარბაზის მშენებლობას, რომელთაგან მიმდინარე წელს 10 სკოლის მშენებლობა დასრულდება. აჭარაში, ასევე, მიმდინარეობს 40 სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოები.