გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თეა წულუკიანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფრასტრუქტურულ პრობლემებს გაეცნო

16-09-2021

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ ორგანიზაციებთან შეხვედრების ფარგლებში მინისტრი თეა წულუკიანი სამინისტროს სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ეწვია.


მინისტრმა დაათვალიერა სააგენტოს შენობა, ადგილზე გაეცნო სააგენტოს თანამშრომლების სამუშაო პირობებს და სააგენტოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართა. თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ თუკი სააგენტოსგან სახელმწიფო ითხოვს უნიკალური ძეგლების დაცვას, ბუნებრივია, რომ სააგენტოს ამისათვის შესაბამისი კვალიფიკაციისა და ოდენობის ადამიანური რესურსი უნდა ჰქონდეს, რისი მწვავე დეფიციტიც სახეზეა, მას ასევე ესაჭიროება გამართული ინფრასტრუქტურა და სათანადო აღჭურვილობა.


„უნდა აღინიშნოს, რომ ამ ინფრასტრუქტურას, მიუხედავად იმ დიდი მზრუნველობისა, რომელიც მას წლების მანძილზე ჰქონდა, მათ შორის „ქართუ" ფონდისგან, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდანაც ესაჭიროება უფრო მეტი ყურადღება. ჩვენ უკვე ვიწყებთ მუშაობას იმაზე, რომ სააგენტოსა და მის თანამშრომლებს ჰქონდეთ სათანადო ინფრასტრუქტურა და შესაბამისი სამუშაო გარემო. ვფიქრობთ, რომ 2021-2022 წლები იქნება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს განვითარების, გაძლიერების წლები და შედეგად მივიღებთ ადამიანური რესურსისა და ტექნიკური აღჭურვილობის მქონე ინსტიტუტს, რომელიც გამორიცხავს სავალალო მაგალითებს", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.


მან ასევე დაათვალიერა სააგენტოს კუთვნილი შენობის ერთ ფლიგელში განთავსებული თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სარესტავრაციო ლაბორატორიები და მათი სამუშაო პროცესის შესახებ აკადემიის წარმომადგენლებისგან მიიღო დეტალური ინფორმაცია.