გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი: ვუერთდები ირაკლი კობახიძის მოწოდებას ჩვენი პარტიისადმი, რომ მაქსიმალურად ფრთხილად უნდა მოვიქცეთ, ვინაიდან ძალიან მძიმე პროვოკატორებთან გვაქვს საქმე, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ, რომ როგორმე ეს მშვიდი საარჩევნო გარემო დააზიანონ

16-09-2021

მე ვუერთდები ირაკლი კობახიძის განცხადებას და მოწოდებას ჩვენი პარტიისადმი, რომ მაქსიმალურად ფრთხილად უნდა მოვიქცეთ, ვინაიდან ვიცით, რომ ძალიან მძიმე პროვოკატორებთან გვაქვს საქმე, რომლებიც ყველაფერზე მიდიან და ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ როგორმე ეს მშვიდი საარჩევნო გარემო და პროცესი დააზიანონ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანა უნდა დამშვიდდეს, არჩევნები მშვიდ გარემოში უნდა ჩატარდეს და შემდეგ სამი წელი უნდა იყოს აღმშენებლობის და პროგრესის წლები.


„ჩემთვის არის მიუღებელი პროვოკაციული მივარდნებიც, ძალადობაც, ეს პროვოკაციული შეკითხვებიც მიუღებელია, მაგრამ ჩვენ ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ ყველამ ერთად უნდა ვუპატრონოთ ჩვენს ქვეყანას - ქვეყანა უნდა დავამშვიდოთ, დავაწყნაროთ, არჩევნები მშვიდად ჩავატაროთ და შემდეგ სამი წელი უნდა იყოს აღმშენებლობის და პროგრესის წლები.


2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ მედია არის აბსოლუტურად თავისუფალი - 14 დღეში შეგიძლიათ, რომ გახსნათ ტელევიზია და ამისი მაგალითი ხართ თქვენ - „მთავარი არხი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.