გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ ორგანიზებით ნარჩენების მართვის რეგიონული გეგმა განიხილეს

17-09-2021

საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ ორგანიზებით გამართულ ონლაინ შეხვედრაზე კახეთის მხარეში ნარჩენების მართვის რეგიონული გეგმა განიხილეს. გეგმა მოიცავს ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვას ნარჩენების მართვისა და რეგიონული განვითარების სტრატეგიების მოთხოვნების გათვალისწინებით, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან, 8 მუნიციპალიტეტთან და დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობით და აქტიური მონაწილეობით.


კახეთის რეგიონში ნარჩენების მართვის გეგმა არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმის: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი”, დავიცვათ საქართველოს სისუფთავე და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები –საქართველოს მიერ განხორციელებული პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.


პროექტი „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, რეგიონული  განვითარებისა  და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით ხორციელდება.


„შვედეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, კახეთის მხარეში ნარჩენების მართვის საპილოტე პროექტი ხორციელდება. ნარჩენების მართვა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. შესაბამისად, ჩვენი მიზანია კახეთის რეგიონისთვის შევქმნათ ისეთი ნარჩენების მართვის მოდელი, რომელიც ევროკავშირის სტანდარტებისა და შვედეთის გამოცდილების გათვალისწინებით განხორციელდება“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, რომელიც აღნიშნულ ონლაინ შეხვედრას  ესწრებოდა.


შეხვედრაში მონაწილეობდნენ  შვედეთის გევლეს ასოციაციის წარმომადგენელი/ექსპერტი პერ-ოლაფ ჰალბერგი, სბმკ „ორქისის” წარმომადგენლები, ექსპერტები და კახეთის რეგიონული ნარჩენების მართვის გეგმაზე მომუშავე ჯგუფის წევრები.