გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მეორე კვარტალში მშპ-ს ზრდის ტემპმა 29,9 პროცენტი შეადგინა

17-09-2021

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 15 912.7 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 29.9 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი გაიზარდა 10.3 პროცენტით.


საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის მეორე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საბითუმო და საცალო ვაჭრობა (53.9 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (42.3 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (133.6 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (47.0 პროცენტი), მშენებლობა (36.9 პროცენტი), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (75.5 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (45.5 პროცენტი). კლება დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-2.3 პროცენტი) და განათლება (-1.4 პროცენტი).


მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (15.9 პროცენტი) და დამამუშავებელი მრეწველობა (11.6 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (9.6 პროცენტი), მშენებლობა (8.6 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (7.8 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.3 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (5.8 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (5.4 პროცენტი).