გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2022    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

შემოსავლების სამსახურში, საბაჟოს საინფორმაციო სისტემების მოდერნიზაციის მასშტაბური პროექტის განხორციელება იწყება

17-09-2021

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, სამუშაო ვიზიტით, ამერიკული კომპანია NU Borders-ის წარმომადგნელები ეწვივნენ.


აშშ-ს ექსპორტის კონტროლის და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) მხარდაჭერითა და NU Borders-ისმონაწილეობით, შემოსავლების სამსახურში, საბაჟოს საინფორმაციო სისტემების მოდერნიზაციის მასშტაბური პროექტის განხორციელება იწყება, რომელიც 3 წლის განმავლობაში გაგრძელდება.


ვიზიტის ფარგლებში,EXBS და NU Borders წარმომადგნელები, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ, მოინახულეს საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი“ და გაფორმების ეკონომიკურ ზონა „თბილისი“, ასევე სამუშაო შეხვედრები გაიმართა საბაჟო და საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებთან.
პროექტის ფარგლებში, საბაჟოს საინფორმაციო სისტემების მოდერნიზაცია ორ ეტაპად განხორციელდება, პირველი ეტაპი არსებული სისტემის შეფასებას და გაუმჯობესებული შესაძლებლობების განსაზღვრას დაეთმობა, ხოლო მეორე ეტაპი კი ახალი გადაწყვეტილებების დანერგვას მოემსახურება.


"შემოსავლების სამსახურს, პროექტის დასრულების შემდეგ, მონაცემთა დამუშავებისა და ბიზნეს პროცესების წარმოების სრულიად განახლებული, თანამედროვე სტანდარტების და მოთხოვნების შესაბამისი მოქნილი და გამართული სისტემა ექნება.


ზემოაღნიშნული განახლებული სისტემა მნიშვნელოვნად გაზრდის საბაჟო საქმიანობის ეფექტიანობას, დაიხვეწება და გამარტივდება საბაჟო პროცედურების წარმოებადა რაცმათ შორის კერძო სეტორის წარმომადგენლების საქმიანობაზეც აისახება" - აცხადებენ უწყებაში.