გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მეგის ქარდავა N 12 დაწესებულებაში გადაიყვანეს

17-09-2021

მეგის ქარდავას ექსტრადირების პროცესი დასრულდა. როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკა ცხვარაშვილმა განაცხადა, უკრაინიდან ქარდავას ექსტრადირების პროცესმა დადგენილი წესებით და გართულებების გარეშე ჩაიარა.


“იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უკრაინის სახელმწიფოდან მეგის ქარდავას ექსტრადირება განახორციელა. ექსტრადირების პროცესმა დადგენილი წესებით, გართულებების გარეშე ჩაიარა. ამჟამად, მეგის ქარდავა შესახლებული იქნება რუსთავის N 12 დაწესებულებაში” - განაცხადა ნიკა ცხვარაშვილმა.


მომდევნო ეტაპზე წარიმართება კანონმდებლობით დადგენილი პროცედურები.