გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციაზე: შარიანი ბავშვები თუ გინახავთ ბავშვობაში, როდესაც აგებს ყოველთვის, მაგრამ ჟინიანობს, არ აღიარებს შედეგებს, მანამ სანამ არ მოიგებს და ვერ მოიგებენ, იმიტომ, რომ ხალხი არ დაუშვებს ამას - აგებენ და წააგებენ ყოველთვის

18-09-2021

ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციაზე - შარიანი ბავშვები თქვენ თუ გინახავთ ბავშვობაში, უბანში, მეზობლად, როდესაც აგებს ყოველთვის, მაგრამ ჟინიანობს, არ აღიარებს შედეგებს, მანამ სანამ არ მოიგებს და ვერ მოიგებენ, იმიტომ, რომ ხალხი არ დაუშვებს ამას - აგებენ და წააგებენ ყოველთვის, - ამის შესახბ საქართველოს პრემირ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ ოპოზიცია 2 ოქტომბრის შემდეგ კვლავ აპირებს ქუჩაში გასვლას და კრიზისის შექმნას.


„დიდი სურვილი მაქვს, ჩემი ოცნებაა, რომ ოპოზიცია 2 ოქტომბრის შემდეგ ქუჩაში გავიდეს და რატომ, გეტყვით - მე ვიცი, რომ აპირებენ ამას. ყველაფერი გამიზნულია, რომ არჩევნების მეორე დღეს თქვან, რომ ისე არ არის, როგორც... შარიანი ბავშვები თქვენ თუ გინახავთ ბავშვობაში, უბანში, მეზობლად, როდესაც აგებს ყოველთვის, მაგრამ ჟინიანობს, არ აღიარებს შედეგებს, მანამ სანამ არ მოიგებს და ვერ მოიგებენ. იმიტომ, რომ ხალხი არ დაუშვებს ამას. აგებენ და წააგებენ ყოველთვის.


გვაქვს ინფორმაცია, რომ აპირებენ გასვლას, დემონსტრაციულად ისევ რაღაც კრიზისის შექმნას. ვისურვებდი, რომ გავიდნენ. რატომ? დამშვიდდება პარლამენტიც, ამათი მარგინალიზება მოხდება ბოლომდე, სამი წელი რა უნდა გააკეთონ ამათ ქუჩაში? იყვნენ ქუჩაში. რამეს გაბედავენ? მიიღებენ ძალიან მკაცრ პასუხს და აქ მთავრობა იქნება უკომპრომისო. მე ამის გარანტიას ვაძლევ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. ქვეყანას არ ავარევინებთ არავის. ხალხს ახლა სჭირდება დამშვიდება. გვჭირდება მშვიდობა და სტაბილურობა. ერთადერთი მშვიდობიანი პერიოდი ჩვენი მმართველობისა, არის „ოცნების" მმართველობის 9 წლიანი პერიოდი. არც ომი გვქონია, არც კონფლიქტები. ნახეთ რეგიონებში ჩვენი ჩართულობა, ჩვენი მედიაცია. ამ ყველაფერს ვაკეთებთ და ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს განვითარება პროგრესი, კეთილდღეობა სიღარიბის და უმუშევრობის დაძლევა და არა ამ გაუგებარი გიჟების დევნა. მე ემოციურობისთვის ჩვენს მოსახლეობას ბოდიშს ვუხდი, მაგრამ სამწუხაროა, რომ მუდმივად ასეთ პირობებში გვამყოფებენ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.