გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი: „ფაიზერის" პრეზიდენტს არაერთხელ ვესაუბრე, პირადად მქონდა კომუნიკაცია ჩინეთის პრემიერთან, 3 მილიონზე მეტი ვაქცინაა შემოსული და ძალიან მალე, 2 მილიონი აცრა იქნება ჩატარებული

18-09-2021

პლაგიატობა, ანუ ყვარყვარიზმი გაუგია გახარიას რა არის? სხვისი გაკეთებულის მიკუთვნება და მისაკუთრება, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გიორგი გახარიას განცხადება, რომლის თანახმად, საქართველოში ვაქცინები მისი პრემიერ-მინისტრობის დროს გაფორმებული კონტრაქტების შესაბამისად შემოვიდა.


მთავრობის მეთაურის თქმით, მოსახლეობამ ყველაფერი იცის, ვინაიდან შედეგები და საქმე აჩვენებს ყველაფერს.


„საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა პირდაპირი კონტაქტი „ფაიზერის" პრეზიდენტთან პირადად, ბატონ ალბერტ ბურლასთან. მისი მობილური ტელეფონის ნომერი მომცა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა. „ფაიზერის" პრეზიდენტს არაერთხელ ვესაუბრე, მან გამოყო თავისი ადმინისტრაციის უფროსი, რომელიც ჩემი ადმინისტრაციის უფროსს ილია დარჩიაშვილს დავაკავშირე და ეს პროცესი ასე დავაჩქარეთ და ქვეყანამ მიიღო მილიონი დოზა „ფაიზერი". ამას გარდა ნახევარი მილიონი საჩუქრად მიიღო პირადად პრეზიდენტ ბაიდენისგან და კიდევ ერთხელ მადლობა ამერიკას და ჩვენს მეგობრებს; პირადად მქონდა კომუნიკაცია ჩინეთის პრემიერ ლი კეციანთან, რომლის შედეგად ჩვენ მივიღეთ მილიონი „სინოვაკი", დაჩქარებული ტემპებით და შემდეგ ნახევარი მილიონი „სინოფარმი", შეკვეთილი მაქვს კიდევ მილიონი და მალე ჩამოვა და საჩუქარიც იყო ჩინეთის მთავრობისგან. რა იყო, როცა თებერვალში მე დავინიშნე პრემიერ-მინისტრად - ელოდებოდნენ ვაქცინებს COVAX-ის პლატფორმიდან. მთავრობას უნდა მიეღო 1,7 მილიონი დოზა და მივიღეთ 28 ათასი „ფაიზერი", ალბათ ამას გულისხმობდა გახარია, რამდენიმე ათასი „ასტრაზენეკა" და მორჩა. მე გადავწყვიტე, რა თქმა უნდა, კოორდინაციაში ვიყავი საკოორდინაციო საბჭოსთან და გავიტანე ის, რომ ჩინური ვაქცინები შემოვიტანეთ, 3 მილიონზე მეტი ვაქცინაა დღეს შემოსული ქვეყანაში და ძალიან მალე, თვის ბოლომდე, 2 მილიონი აცრა იქნება ჩატარებული ქვეყანაში. აი, ეს არის ჩემი მუშაობის შედეგი. ლარი იყო 3,5-ზე, ჩვენი მუშაობით გავხსენით ეკონომიკა და გავზარდეთ ბიუჯეტი 1,2 მილიარდით. მშპ-ს ზრდა არის 12,2%, რაც უპრეცედენტოა მთელს რეგიონში და დიდი ალბათობით, ჩვენი პროგნოზებით, წლის ბოლოს გავალთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე, რაც 2007 წლის შემდეგ არ ყოფილა. მაშინ სხვა ეკონომიკა იყო მსოფლიოში და პირველად გავა ქვეყანა ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე. ეს არის ჩვენი მოკლევადიანი მუშაობის შედეგები, ფაქტები და კონკრეტული შედეგები. პირველად 5 ათას დოლარს გადასცდება ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის. ის, რომ ტურიზმი არ ჩავარდა, რა თქმა უნდა, სრულად არ აღდგენილა, მაგრამ საზღვაო კურორტებზეც იყვნენ ტურისტები, მთაშიც და კახეთშიც. ის, რომ გაიხსნა ეკონომიკა, წამოგვყვა ბიზნესი, ამხელა ბრუნვა რომ არის და ეკონომიკის ამხელა ზრდა, ეს არ აისახება ჩვენს მოქალაქეებზე? რა თქმა უნდა, აისახება. როდის აისახება, ამას სჭირდება თანმიმდევრული მუშაობა. ამიტომ ვთქვი, რომ მაქვს გეგმა და ხედვა, მინიმუმ 3 წელი როგორ ვიმუშაოთ ჩვენ ეკონომიკურმა გუნდმა მთლიანად, სოფლის მეურნეობის მიმართულებით მაქვს ძალიან მასშტაბური გეგმები, ლევან დავითაშვილი მაგრად მუშაობს. ყველა მინისტრს აქვს ძალიან მაგარი გეგმები დალაგებული. ეს ყველაფერი შეამცირებს სიღარიბეს, შექმნის მეტ სამუშაო ადგილს. ამას სჭირდება მშვიდობა და სტაბილურობა და არა ეს ქაოსი, რაც ამ არჩევნების გამოა შექმნილი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.