გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი: „ქართული ოცნების" დროს ყველა კრიზისი შექმნა გახარიამ, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ" ძალიან დიდი ფასი გადაიხადა

18-09-2021

რეალურად, „ქართული ოცნების" დროს ყველა კრიზისი შექმნა გახარიამ, ყველა კრიზისი, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ" ძალიან დიდი ფასი გადაიხადა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, ყველაფერი მოგონილი, სიყალბე და ფარსი იყო, როდესაც გახარიას მანამდე სხვადასხვა ეპითეტით მოიხსენიებდნენ.

„პირველი კრიზისი იყო, კლუბებში რომ შევარდა, პოლიციელები აცემინა, შემდეგ გამოვიდა და ამ ვიღაცებს შემდეგ ბოდიში მოუხადა, ანუ იმ ხალხს, ვინც პოლიციას შეურაცხყოფას აყენებდა. ტყუილად, არაფრის გამო. მეორე კრიზისი - პანკისში ჩაიყვანა სპეცრაზმი, აბსოლუტურად გაუთვლელი, გაუაზრებელი, მორიგი უგუნური ქმედება და ამხელა კრიზისი შექმნა, ლამის შუღლი და ფართომასშტაბიანი კონფლიქტი გამოიწვია. პირდაპირ აცემინა სპეცრაზმი, ეს ჩვენი გმირი ბიჭები, რომლებიც ტყვიაზე წავლენ, რომ დასჭირდეს ქვეყანას და კაცი არ დაუსჯია. მერე იყო 20 ივნისის თემა, გავრილოვის ღამე და მათ ჰქონდათ მაშინ ჩავარდნა, იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე იყო, არ იმყოფებოდა თბილისში და ვის უნდა გაეკონტროლებინა, თუ არა უსაფრთხოების საბჭოს მდივანს და კაცს, რომელიც იყო ვიცე-პრემიერი და ყველაფერი მისი კურატორობის ქვეშ იყო. კაცი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ვინ აკონტროლებს საზღვარს? შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვის უნდა გაეკონტროლებინა, ეს კაცი იყო თუ არა ნამყოფი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მას უნდა შეესწავლა, ბუნებრივია. ხოჯევანიშვილი იყო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე მაშინ. გახარიას ჰქონდა წვდომა ყველაფერზე, იყო ვიცე-პრემიერი და უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და ამხელა ფასი გადავიხადეთ. რა გააკეთა - დამწყები სპეცრაზმელი ამას აუხსნის ძალიან კარგად ჩვენს მოქალაქეს. პარლამენტის შენობა დღეს ისე არის დაცული, ჭიშკარი, გამორიცხულია, ის შეანგრიო და შეხვიდე, ადამიანებს ვგულისხმობ. მე ეს კითხვა მას დავუსვი მეორე დღეს, როდესაც იყო ამ კრიზისის შეფასება და გარჩევა, რატომ გამოიყვანეს გარეთ სპეცრაზმელები და აცემინა 3 საათის განმავლობაში აგრესიულ ბრბოს, „ნაცმოძრაობას" და ჩამოშლის პირას მიიყვანა სახელმწიფო. მაშინ ყველა გაგიჟებული ვიყავით, მე ღამე პარტიის ოფისში ვიმყოფებოდი, ყველანი და ვკითხულობდით, სად არის წყალი, გაზი, დაუშინეს შემდეგ და მათ შორის უდანაშაულო ადამიანებს თვალები დათხარეს. აი, ეს არის მისი ხელწერა და მისი მართვა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


პრემიერის შეფასებით, ამაში „ქართულმა ოცნებამ" ძალიან დიდი პოლიტიკური ფასი გადაიხადა.