გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თორნიკე რიჟვაძე კახეთში ეკომიგრანტ ოჯახებს შეხვდა

18-09-2021

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, კახეთში, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს სოფლებში - არაშფერანში, ჰერეთისკარში, ფიროსმანსა და სამთაწყაროში აჭარიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტ ოჯახებს შეხვდნენ.


შეხვედრებზე მთავრობის წარმომადგენლები გაეცნენ ეკომიგრანტების პრობლემებს და ისაუბრეს მათი მოგვარების გზებზე.


მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს საქართველოს პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აჭარის მთავრობის წევრები, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მერობის კანდიდატები ესწრებოდნენ.