გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2021    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: აზერბაიჯანსა და სომხეთში ვიზიტებისას მხარეებისგან მოვისმინე, რომ იყო რუკების და ტყვეების პრობლემა, შუამავლის როლის შესრულების ინიციატივა ჩემს თავზე ავიღე

18-09-2021

აზერბაიჯანსა და სომხეთში ვიზიტებისას მხარეებისგან მოვისმინე, რომ იყო რუკების და ტყვეების პრობლემა, შუამავლის როლის შესრულების ინიციატივა ჩემს თავზე ავიღე, ჩემივე ინიციატივით მოხდა ამერიკელი კოლეგების ჩართვაც, ფილიპ რიკერის ვიზიტი ამ ინიციატივის გამოძახილი იყო- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა ილჰამ ალიევს და ნიკოლ ფაშინიანს პირადად მის მიმართ გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ შუამავლის როლის შესრულების იდეა სპონტანურად განვითარდა, ეს ყველაფერი კი ნდობაზე დაეფუძნა.


პრემიერ-მინისტრის თქმით, ბოლო 30 წლის განმავლობაში, პირველი პრეცედენტი შეიქმნა იმის, რომ საქართველომ წარმატებული მედიაცია შეძლო და ორ მეზობელ ქვეყანას შორის შუამავლის როლი შეასრულა.


„აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შუამავლის როლის შესრულება აბსოლუტურად ჩემი ინიციატივა იყო. ჯერ ჩავედი პრეზიდენტ ალიევთან, მე მინდა ღრმა პატივისცემა გამოვხატო მის მიმართ. აზერბაიჯანელებს მართლაც ბრძენი ლიდერი ჰყავთ, რომელიც საკუთარი ქვეყნის განვითარებაზე და საკუთარი ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნავს. მასთან მქონდა საუბარი და იქ დაიბადა ეს იდეა. შემდეგ ჩავედი ერევანში, ბატონ ფაშინიანთან. მის მიმართაც მინდა, რომ პატივისცემა გამოვხატო და ასევე, მინდა მადლიერება გამოვხატო იმ ნდობისთვის, რომელიც პირადად მე გამომიცხადეს პრეზიდენტმა ალიევმა და პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა. ნდობაზე დაეფუძნა ეს ყველაფერი, სპონტანურად განვითარდა ეს იდეა. მოვისმინე ორივე მხარისგან, ლიდერებისგან პრობლემა, რომელიც მათ შორის არსებობდა. ერთის მხრივ იყო რუკების პრობლემა და მეორეს მხრივ იყო ტყვეების პრობლემა. ავიღე ეს ინიციატივა, ჩვენს ამერიკელ კოლეგებთანაც გვქონდა საუბარი და ჩემი ინიციატივით მოხდა ამერიკელი კოლეგების ჩართულობაც. ფილიპ რიკერის ვიზიტი, რომელიც განხორციელდა, გამოძახილი იყო ამ ინიციატივისა, რომელიც მე მივაწოდე ჩვენს ამერიკელ კოლეგებს. მადლიერი და მოხარული ვარ, რომ პირველი პრეცედენტი შეიქმნა ბოლო 30 წლის განმავლობაში, როცა საქართველომ წარმატებული მედიაცია შეძლო და ორ მეზობელ ქვეყანას შორის შუამავლის როლი შეასრულა. ვიზიტები იყო მაისში, მთელი მაისი ვიმუშავეთ, არაერთი სატელეფონო ზარი მქონდა პრეზიდენტ ალიევთან და პრემიერ ფაშინიანთან და ბოლოს იყო ჩემი რამდენიმე საათიანი, ღამის ორ საათამდე საუბარი ორი ქვეყნის ლიდერთან და მადლობა ორივე ლიდერს, რომ ეს ნდობა გაჩნდა და შეთანხმება შედგა. რა თქმა უნდა, მადლობა ჩვენს ამერიკელ მეგობრებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ პროცესში და ჩვენ ერთად გავაკეთეთ",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.