გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სიღნაღში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

19-09-2021

სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურების მიღება უკვე სიღნაღშიც არის შესაძლებელი. იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სამინისტროს, საკანონმდებლო ორგანოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სიღნაღში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა.


ახლადგახსნილ ოფისში, სხვადასხვა მომსახურების მიღება ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით არის შესაძლებელი. საზოგადოებრივი ცენტრი მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობას და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობს.


დღესვე, სიღნაღის საზოგადოებრივ ცენტრში პრობაციის ბიუროს რაიონული ოფისი გაიხსნა. პრობაციის ახალი ბიურო კახეთის რეგიონში დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააფართოებს.


სიღნაღის შემდეგ პრობაციის ბიუროები წელს ჩხოროწყუსა და კასპის მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივ ცენტრებშიც განთავსდება.