გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ზალკალიანი: პრემიერ-მინისტრი გენერალურ ასამბლეაზე თავის გამოსვლაში, ძირითად აქცენტებს რეგიონალური უსაფრთხოების თემატიკაზე და იმ გამოწვევებზე გააკეთებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშეა

20-09-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში, რომელიც გაიმართება ნიუ-იორკში, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.


მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი, გენერალურ ასამბლეაზე, თავის გამოსვლაში, ძირითად აქცენტებს გააკეთებს რეგიონალური უსაფრთხოების თემატიკაზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშეა და მაქსიმალურად გამოიყენებს ტრიბუნას იმისთვის, რომ საქართველოს წინაშე არსებული პრობლემები და ის გამოწვევები, რაც არის განპირობებული ოკუპაციისგან, იყოს განსაკუთრებული აქცენტის ქვეშ.


"ასევე, აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს პარალელურ ღონისძიებებში, რომელიც დაგეგმილია ასევე წელს და გაიმართება მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრებიც. უნდა აღინიშნოს, რომ დაგეგმილია ასევე ორმხრივი შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, რომელშიც მე მივიღებ მონაწილეობას. გენერალური ასამბლეა არის კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს გამოჩენილი იმ პოზიციიდან, რაც ჩვენს რეგიონში მნიშვნელოვან როლს და ფუნქციას განაპირობებს", - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.