გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2021    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სპეციალური ოპერაციების ძალებმა „გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნები“ ჩაატარა

20-09-2021

საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დასავლეთის ბატალიონმა და აშშ-ის არმიის ოპერატიული ქვედანაყოფის „ალფა“ ჯგუფმა „გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნები“ (JCET) დაასრულა. კულმინაციური წვრთნები ქობულეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა, რომელიც თავდაცვის ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის, ეროვნული გვარდიის მეათე კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებისა და „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონის“ მხარდაჭერით მიმდინარეობდა.


10-კვირიანი წვრთნები არაკონვენციური და ასიმეტრიული ბრძოლების წარმოებაზე იყო ორიენტირებული. სწავლება ორ ფაზად - მოსამზადებელი და კულმინაციური წვრთნებით განხორციელდა. მოსამზადებელ ფაზაში სამედიცინო, საცეცხლე, ტაქტიკური და არაკონვენციური ბრძოლების მომზადების სავარჯიშოები ჩატარდა. კულმინაციურ ფაზაში კი, შექმნილი სცენარის მიხედვით მოხდა პირობით მოწინააღმდეგეზე შეტევითი ოპერაციის, რეიდის განხორციელება.


სწავლება აშშ-ის არმიის ოპერატიული ქვედანაყოფის „ალფა“ ჯგუფთან გამოცდილების გაზიარებას და სპეციალური ოპერაციების ძალების პირადი შემადგენლობის ასიმეტრიული ბრძოლების წარმოების დროს ერთობლივი მოქმედებების დახვეწას ისახავდა მიზნად. წვრთნების მიზანი ასევე, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებთან და სამოქალაქო პირებთან ერთად კოორდინირებული მოქმედებების განხორციელება იყო.