20-09-2021
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ ბრიფინზე „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატთან დაკავშირებით დასმულ შეკთხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ არჩილ ჩიქოვანი 2008 წლის ომის ვეტერანთან ასოცირდება.
„არჩილ ჩიქოვანი ასოცირდება 2008 წლის ომის მონაწილესთან, ვეტერანთან, ხოლო კირთაძე და ვარშალომიძე ასოცირდებიან ფერიის მთაზე ეკლესიის დანგრევასთან და იუნკერების საფლავის გაყიდვასთან. მგონი საზოგადოებაში აბსოლუტურად ყველა კითხვაზე არის პასუხი გაცემული და ეს ბოლო დღეების გარკვეული სპეკულაციები, რაც გინდათ ორკესტირებულად შეკრულ მედიას ააგოროთ ჩვენი ძალიან ძლიერი და ღირსეული კანდიდატების მიმართ, იქნება წყლის ნაყვა იმიტომ, რომ კვლევის შედეგიბიდან და განწყობებიდან გამომდინარე, გამარჯვებით დავასრულებთ" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.