გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებისათვის სეტყვით მიყენებელი ზარალის ანაზღაურება მიმდინარეობს

21-09-2021

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში26 აგვისტოს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ ყურძნის მოსავალის 75 % გაუნადგურა. ფერმერი ზარალის ანაზღაურების თანხას,42,000ლარს მიიღებს.მან სადაზღვევო პოლისის შესაძენად, სახელმწიფოსგან 50 % თანადაფინანსება მიიღო. 5 ჰა ფართობის დაზღვევისთვის მის მიერ გადახდილი თანხა 3,187 ლარს შეადგენს; 3,187 ლარია (50 %) სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობაც.


სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების საოპერაციო დეპარტამენტის უფროსი ნატალია ხარატიშვილი, კახეთის მხარის რწმუნებული ირაკლი შიოშვილი და სადაზღვევო კომპანიის „ალდაგის“ აგროდაზღვევის პროგრამის მენეჯერი ივანე ბუჯიაშვილითელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში იმყოფებოდნენ, სადაც სეტყვის შედეგად დაზარალებულ ფერმერს, დიმიტრი ბარაბანსშეხვდნენ და დაზიანებული სავარგულები დაათვალიერეს.


„წლიდან წლამდე იზრდება აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების რაოდენობა, შესაბამისად მზარდია დაზღვეული ფართობებიც.მნიშვნელოვანია აღინიშნოს რომ სახელმწიფო ახდენს სადაზღვევო პოლისის ღირებულების 70% -ის, ხოლო ვაზზე 50%-ის თანადაფინანსებას.“ - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების საოპერაციო დეპარტამენტის უფროსმა ნატალია ხარატიშვილმა.


ირაკლი შიოშვილის განცხადებით, სტიქიით დაზარალებულ მევენახე ფერმერს, რომელიც სახელმწიფო აგროდაზღვევის მოსარგებლეა, ზარალი აუნაზღაურდა, ის ასევე მიიღებს ერთჯერადი დახმარების თანხას.


„კახეთში ,ძლიერი სეტყვასთან დაკავშირებით, სადაზღვევო კომპანიაში „ალდაგი“ 1200-მდეშეტყობინება შემოვიდა, ყველა შემოწმებულია და პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს, კომპენსაციების გაცემა“ -აღნიშნა სადაზღვევო კომპანიის „ალდაგის“ აგროდაზღვევის პროგრამის მენეჯერმა, ივანე ბუჯიაშვილმა
სადაზღვევო კომპანიებისტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლას უმოკლეს ვადაში დაასრულებენ.