გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

„ქართული ოცნების" ლიდერები დასავლეთ საქართველოში პარტიულ შეხვედრებს განაგრძობენ

21-09-2021

„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე დასავლეთ საქართველოში პარტიულ შეხვედრებს განაგრძობენ.


პარტიის ლიდერები დღეს ოზურგეთში, გურიის რეგიონში მერობის კანდიდატებს და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.


შეხვედრები უკვე გაიმართა ქუთაისსა და ზუგდიდში. „ქართული ოცნების“ ლიდერები შეხვედრებს გამართავენ ასევე ბათუმსა და ამბროლაურში.