გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მიხეილ ხიდურელი: არაბთა გაერთიანებული საამიროების მსხვილ კორპორაციებთან შეხვედრების შედეგად გადაწყდა, რომ ოქტომბერში დელეგაციას საქართველოში ვუმასპინძლებთ

21-09-2021

"ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ხელმძღვანელობით დუბაიში მსხვილი კორპორაციების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრების შედეგად გადაწყდა, რომ ოქტომბერში საქართველოში ვუმასპინძლებთ ამ კორპორაციების დელეგაციებს და ადგილზე გავაცნობთ კონკრეტულ პროექტებსა და ტერიტორიებს, სადაც ინვესტიციების განხორციელების საშუალება ექნებათ", - ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა განაცხადა.


ნათია თურნავას ხელმძღვანელობით ქართულ დელეგაცია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რამდენიმედღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ისეთ მსხვილ კორპორაციებთან, როგორებიცაა: „აბუ დაბის განვითარების ფონდი", „მუბადალა", „ლულუ გრუპ ინტერნეშენალი", „დუბაი ჰოლდინგი", „დუბაი ინვესტმენტი", „დუბაის საინვესტიციო კორპორაცია", „არმადა ჯგუფი" და ADIA (Abu Dhabi Investment Authority).


„შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ძირითადად უძრავი ქონების, სასტუმროების, სტუმართ-მასპინძლობის ინდუსტრიის, შერეული კონცეფციის ტიპის სხვადასხვა კომპლექსების სექტორებში. სასიხარულია, რომ უკვე ძალიან კონკრეტული მიღწევები გვაქვს და დაიგეგმა კონსულტანტებისა და კომპანიების დელეგაციების ვიზიტები, რომელთაც ოქტომბერში ვუმასპინძლებთ საქართველოში. ჩვენ მათ ადგილზე გავაცნობთ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს და შევთავაზებთ კონკრეტულ ლოკაციებს და პროექტებს", - აღიშნა მიხეილ ხიდურელმა.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად ქართულ დელეგაციაში იმყოფებიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი და საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტირების მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ედილაშვილი.


შეხვედრებში ასევე მონაწილეობს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პაატა კალანდაძე.