გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს

22-09-2021

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბის უფროსი ლაშა შალამბერიძე და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი თელავის მუნიციპალიტეტში მდებარე ხილის გადამმუშავებელ კომპანიაში „აჩინებული“ იმყოფებოდნენ, სადაც არასტანდარტული ვაშლის მიღება-გადამუშავების პროცესს ადგილზე გაეცნენ.


კომპანია„აჩინებული“ არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამაში ჩაერთო. თანამედროვესტანდარტებითაღჭურვილი ხილის გადამმუშავებელი საწარმოსახელმწიფოსდახმარებით, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებით არის შექმნილი.


„10 სექტემბრიდან დაიწყო არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების პროცესი, ფერმერებს საშუალება აქვთ პროგრამაში ჩართულ ხილის გადამმუშავებელ კომპანიებში ჩააბარონ სამრეწველო ვაშლი. პროგრამაში 10-მდე ხილის გადამმუშავებელი საწარმოა ჩართული შიდა ქართლის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონიდან. 21 სექტემბრისმდგომარეობით, უკვე 2,700 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლია ჩაბარებული“,-განაცხადა არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ.


არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით, ფერმერებიპროგრამაში ჩართულ ხილის გადამმუშავებელ საწარმოებში არასტანდარტული ვაშლის ჩაბარებას, არანაკლებ, 22 თეთრად, 10 სექტემბრიდან 15 დეკემბრამდე შეძლებენ.


სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვისას, სახელმწიფო სუბსიდიას - 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრს - ვაშლის მოსავლის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბში რეგისტრირებული ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები მიიღებენ, რომლებიცმეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს, არანაკლებ, 22 თეთრად შეისყიდიან.