გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დავით ზალკალიანი: პრემიერის გამოსვლაში მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდება ჩვენს როლზე რეგიონში, რაც თვალსაჩინო და ძალიან ხელშესახებია ბოლო პერიოდში

22-09-2021

პრემიერ-მინისტრს გამოსვლაში ექნება მნიშვნელოვანი გზავნილები იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელიც შექმნილია რეგიონში უსაფრთხოების კუთხით, ასევე პანდემიასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.


მისი თქმით, მთავრობის მეთაური გამოსვლაში ყურადღებას გაამახვილებს იმ გამოწვევებზეც, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი სიტუაციიდან მომდინარეობს.


„ბუნებრივია, ჩვენ მადლიერი ვართ იმ სოლიდარობის, რომელიც ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა გამოიჩინეს ჩვენი ქვეყნის მიმართ, მაგრამ მნიშვნელოვანია, ჩვენ ერთობლივად დავძლიოთ ის უსაფრთხოების გამოწვევები, რომელიც მომდინარეობს იგივე ოკუპირებული ტერიტორიებზე შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე. მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდება ამ თვალსაზრისით. ასევე მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდება ჩვენს როლზე რეგიონში, რაც თვალსაჩინოა და ძალიან ხელშესახებია ბოლო პერიოდში. ჩვენ გვსურს, სამხრეთ კავკასია გახდეს მშვიდობის და სტაბილურობის რეგიონი. სწორედ ამ თვალსაზრისით ჩვენს როლზე, მედიაციის როლზე სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამკვიდრების თვალსაზრისით ჩვენ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი აქცენტები გვექნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის მონაწილეებს 24 სექტემბერს მიმართავს.