გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2021    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

თეა წულუკიანმა ლაშა გუჯეჯიანს ოლიმპიადაზე ნაჩვენები ისტორიული შედეგისთვის მადლობა გადაუხადა

22-09-2021

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძე სპორტულ ფედერაციებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებენ. ამჯერად სამინისტროს საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი, ვიცე-პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი და ძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი სტუმრობდნენ.


მინისტრმა ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელებს ტოკიოში გამართული ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის ნაჩვენები ისტორიული შედეგისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა, განსაკუთრებით კი ნაკრების მთავარი მწვრთნელის ლაშა გუჯეჯიანისა და მისი თანაშემწეების გაწეულ სამუშაოს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ლაშა გუჯეჯიანი, როგორც მწვრთნელი, მიღწეული ისტორიული წარმატებისთვის გამორჩეულ დაფასებას და პატივისცემას იმსახურებს.


თეა წულუკიანმა ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელებს სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო და აღნიშნა, რომ ძიუდოს ქართული სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, რაზეც ნათლად მეტყველებს წლების განმავლობაში ჩვენი ძიუდოისტების მიერ მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვებები და ტოკიოში ნაჩვენები ისტორიული შედეგები.

სწორედ ამიტომ, ძიუდოს ფედერაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში სამინისტრო მაღალი მიღწევების ძიუდოსთან ერთად, დიდ ადგილს დაუთმობს მასობრიობის გაზრდას და ახალგაზრდების ჩართულობას.


შეხვედრის ბოლოს თეა წულუკიანმა სამინისტროს სახელით ძიუდოისტებს სრული მხარდაჭერა აღუთქვა და მოახლოებულ საერთაშორისო ტურნირებში წარმატება უსურვა.