გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

კასპში გაბაშვილის ქუჩას რეაბილიტაცია უტარდება

22-09-2021

ქალაქ კასპში გაბაშვილის ქუჩის მოასფალტება-რეაბილიტაციის სამუშაოები გრძელდება.


ამჟამად ქუჩაზე ერთ-ერთი ჩიხის ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს. ქუჩაზე მოეწყობა ბეტონის ჭები და სანიაღვრე კიუვეტები.


გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „შარა“ აწარმოებს და მასზე 289 750 ლარი დაიხარჯება.


პროექტი ფინანსდება რეგიონალური განვითარების ფონდისა და კასპის ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ.


გაბაშვილის ქუჩის მაცხოვრებლები ქუჩის მოასფალტებას დიდი ხანია ითხოვდნენ, ვინაიდან ფეხით და ტრანსპორტის გადადგილებისა გაუვალი იყო - განსაკუთრებით ნალექის დროს. ქუჩაზე ორი ჩიხია, სადაც რელიეფიდან გამომდინარე ბეტონის საფარი იგება.