გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

კულტურის სამინისტრომ საქართველოს ხელოვნების სასახლისთვის ისტორიული შენობა შეიძინა

23-09-2021

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მუზეუმის - საქართველოს ხელოვნების სასახლის განვითარების მიზნით, 400 კვ/მ-ზე მეტი ფართობის ისტორიული შენობა შეიძინა.


ახალი შენობა საქართველოს ხელოვნების სასახლის მომიჯნავედ მდებარეობს. მასში განთავსდება საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის ის კოლექციები, რომლებიც 2 წლის წინ ხელოვნების სასახლეს გადაეცა, მაგრამ მათი შენახვისათვის დღემდე სპეციალური და უსაფრთხო სივრცე არ არსებობდა. კოლექციებს შორისაა ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის საკუთრებაში 1911 წლიდან არსებული უნიკალური ქსოვილის, ასევე ვერცხლის ფონდები.


სწორედ უნიკალური კოლექციების დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, კულტურის სამინისტრომ სწრაფი რეაგირება მოახდინა ხელოვნების სასახლის ხელმძღვანელის, გიორგი კალანდიას შუამდგომლობაზე და სახელმწიფოს სახელით კერძო პირისგან შეიძინა ისტორიული ნაგებობა, რომელიც მე-19 საუკუნეში ხელოვნების სასახლის (გრაფ ოლდენბურგის რეზიდენციის) ნაწილს წარმოადგენდა.


შენობის შესაძენად თანხა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2021 წლის საბიუჯეტო ასიგნებებიდან, კერძოდ კი - „კულტურაში ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერის პროგრამიდან" იქნა გამოყოფილი. აღსანიშნავია, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2021 წლის 16 აგვისტოს გაცემული დასკვნის თანახმად, აღნიშნული შენობა შეფასებულია 410 000 აშშ დოლარად, ხოლო შენობის მესაკუთრესთან მოლაპარაკების შედეგად, მისი შეძენისას გადახდილ იქნა საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები თანხა.


შეძენილი შენობა მუზეუმის შესაბამისი კოლექციების დასაბინავებლად და საცავად იქნება გამოყენებული. 2022 წლიდან კი დაგეგმილია მისი რეაბილიტაცია და სრულფასოვან სამუზეუმო სივრცედ ჩამოყალიბება.