გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

იუსტიციის მინისტრმა ჩხოროწყუში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

23-09-2021

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან გიორგი გუგუჩიასთან ერთად ჩხოროწყუში 87-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა და ახალი ფილიალის მომსახურებითაც ისარგებლა. რატი ბრეგაძემ, გიორგი გუგუჩიამ და ჩხოროწყუს მერმა დავით გოგუამ ახლადგახსნილ ცენტრში კოვიდ ბარათები აიღეს. კოვიდ ბარათი, პიროვნების ვაქცინაციისა და PCR კვლევების შესახებ ყველა მონაცემს შეიცავს და მისი აღება მომხმარებელს მრავალჯერადად შეუძლია.


კოვიდ ბარათის აღებასთან ერთად ჩხოროწყუს საზოგადოებრივ ცენტრში კიდევ 200- მდე მომსახურების მიღება ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით არის შესაძლებელი. ახალი ფილიალი მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს, გამარტივებულ პროცედურებს და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობს.

საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკაც განთავსდა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც არის დაცული.


ჩხოროწყუს საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. ახალ ფილიალში ადგილობრივი მოსახლეობისთვის ყველა ის სერვისია ხელმისაწვდომი, რომელიც იუსტიციის სახლებში გაიცემა.

დღესვე, საზოგადოებრივ ცენტრში პრობაციის ბიუროს რაიონული ოფისიც გაიხსნა. პრობაციონერთა ახალი ბიურო სამეგრელოს რეგიონში დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააფართოებს.


ჩხოროწყუს მსგავსად, საზოგადოებრივი ცენტრები სამეგრელოს რეგიონში ჭალადიდში, ჯვარში, ორსანტიაში, რუხში, ჯგალში, ლესიჭინეში, აბაშასა და ხობში ფუნქციონირებს.


სამეგრელოში ვიზიტის ფარგლებში, რატი ბრეგაძე ზუგდიდის იუსტიციის სახლსაც ესტუმრება. იუსტიციის მინისტრი თანამშრომლებს სამინისტროს 10-წლიან სამოქმედო გეგმასა და უწყების პრიორიტეტულ მიმართულებებს გააცნობს.

ზუგდიდშივე, იუსტიციის სახლში, რატი ბრეგაძე მუნიციპალიტეტის მერთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს. დოკუმენტი, ზუგდიდის მერიის შესაბამის სამსახურებში, სკვერებსა და ბაღებში პრობაციონერთა დასაქმებას ითვალისწინებს.