გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

nიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანი თავის სლოვაკ კოლეგას, ივან კორჩოკს შეხვდა

23-09-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს ივან კორჩოკს შეხვდა.


მხარეები მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობების არსებობას. მინისტრებმა ორმხრივი დიალოგის გაგრძელებისა და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობაზეც გაამახვილეს ყურადღება. ხაზი გაესვა საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი კონსულტაციების ფორმატის მნიშვნელობას.


შეხვედრის ფარგლებში, მინისტრებმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და, ამ კუთხით, საქართველოს პრიორიტეტებზეც გაამახვილეს ყურადღება. დავით ზალკალიანმა სლოვაკ კოლეგას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.


საუბრისას ყურადღება გამახვილდა სექტორული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური და ტურისტული მიმართულებებით.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობაც განიხილეს. დავით ზალკალიანმა გულწრფელი მადლიერება გამოხტა სლოვაკეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.


მინისტრებმა საქართველო-სლოვაკეთის თანამშრომლობის სამომავლო გეგმების შესახებაც გაცვალეს ინფორმაცია. დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ის მოუთმენლად ელის სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრის ივან კორჩოკის ვიზიტს საქართველოში, რომელიც ახლო მომავალშია დაგეგმილი.


20-26 სექტემბერს, საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად აშშ-ს სტუმრობს. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ორმხრივ შეხვედრებს მართავს თავის ევროპელ, აზიელ და აფრიკელ კოლეგებთან.