გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ხაშურში ახალი რეკრეაციული ზონა მოეწყობა

20-04-2018

ხაშურში, ყოფილი აგურის ქარხნის ტერიტორიაზე, ახალი რეკრეაციული ზონის მოწყობასთან დაკავშირებით ხაშურის მუნიციპალიტეტში შეხვედრა გაიმართა. 

საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიედრიუს პუოჯუნასი და ლიტვის საელჩოს წარმომადგენელი ადელინა ნალივაიკაიტე ხაშურის მუნიციპალიტეტის მერთან, გიორგი გურასპაშვილთან ერთად მუნიციპალიტეტის მერიის, სურამისა და ხაშურის ეპარქიის, ადგილობრივი რესურსცენტრის და სკოლების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, შეხვედრაზე განხილულ იქნა რეკრეაციული ზონის მოწყობის დეტალები, რომელიც ლიტვის საელჩოს ინიციატივით და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის აქტიური მხარდაჭერით შეიქმნება.

მათივე ინფორმაციით, პარკის დასრულებული სახე ველო ბილიკების და ატრაქციონების მოწყობას ითვალისწინებს, პარკში განთავსდება სკულპტურული ნამუშევრები, გაშენდება ალუბლების ხეივანი, იფუნქციონირებს კაფე-სასადილო. კულტურისა და დასვენების პარკი საყვარელი ადგილი გახდება როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ტურისტებისთვის.

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი გურასპაშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტისთვის მუნიციპალიტეტის მერია პირველ ეტაპზე განახორციელებს რეკრეაციული ზონის შემოღობვის სამუშაოებს, რაც ტერიტორიის დანაგვიანების რისკებს შეამცირებს, შემდგომ მოეწყობა წყლის სისტემები, რაც აუცილებელია მწვანე ნარგავებისთვის და განხორციელდება მნიშვნელოვანი სამუშაოები.

შეხვედრას სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი მეუფე სვიმეონი ესწრებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ კიდევ ერთი რეკრეაციული ზონის მოწყობა ხელს შეუწყობს ჯანსაღი გარემოს შექმნას, განსაკუთრებით მოზარდი თაობებისთვის და ეს იქნება უდიდესი საჩუქარი როგორც მუნიციპალიტეტისთვის, ისე ეპარქიისთვის.
ღონისძიების ორგანიზატორი ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია იყო.

"ინტერპრესნიუსი"