გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები EBRD-ის მმართველ დირექტორს შეხვდნენ

23-09-2021

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველ დირექტორს, მატეო პატრონეს და EBRD-ის რეგიონულ დირექტორს კავკასიაში, კატარინა ბიორლინ ჰანსენს შეხვდნენ.


ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, განიხილეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ საქართველოში მხარდაჭერილი პროექტები ისეთი მიმართულებით, როგორიცაა: ენერგოსექტორის მოდერნიზაცია, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის, კერძო სექტორის განვითარება, ქვეყნის რეგიონული და გლობალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.


მინისტრებმა EBRD-ის მმართველ და რეგიონულ დირექტორებს გააცნეს ეკონომიკაში დღეს არსებული მდგომარეობა და მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმების დღის წესრიგი. მხარეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.


შეხვედრაზე გამოითქვა მზაობა, საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის გაგრძელდეს ნაყოფიერი თანამშრომლობა განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში.


საქართველო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში 1992 წელს გაწევრიანდა. EBRD საქართველოში საინვესტიციო პროექტების ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელია, დღეის მდგომარეობით, ბანკს ქვეყანაში ინვესტირებული აქვს 4 მლრდ ევროზე მეტი 250-ზე მეტ პროექტში, მათ შორის, 87% - კერძო სექტორში.