გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მალხაზ ბეგიაშვილი სიღნაღში მოსახლეობას შეხვდა

24-09-2021

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი მალხაზ ბეგიაშვილი ქალაქ სიღნაღში რუსთაველის, 9 აპრილის, სარაჯიშვილის, ფიროსმანისა და წმ. გიორგის ქუჩების მცხოვრებლებს კარდაკარის პრინციპით შეხვდა.


მალხაზ ბეგიაშვილმა სიღნაღში მცხოვრებლებს ქალაქის განვითარებისთვის საჭირო საკუთარი ხედვები და ინიციატივები გააცნო.


როგორც ადგილობრივებმა განაცხადეს, წყალმომარაგების კუთხით სიღნაღში პრობლემა მოიხსნა, თუმცა ქალაქს სხვა პრიორიტეტებიც აქვს, რომელზეც მერობის კანდიდატს ესაუბრნენ.


„ჩემთვის, როგორც მერობის კანდიდატისთვის მნიშვნელოვანია მათი პირადად გაცნობა. მსურს თითოეულ მცხოვრებს შევხვდე და პირადად მოვისმინო მათი პრობლემების და საჭიროებების შესახებ. მოსახლეობისგან იგრძნობოდა გულთბილი დახვედრა და მხარდაჭერა. სიღნაღს განვითარება და წინსვლა სჭირდება, რისთვისაც ძალისხმევას არ დავიშურებ,“-აღნიშნა მერობის კანდიდატმა, მალხაზ ბეგიაშვილმა.