გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

დედოფლისწყაროს მერიის და საკრებულოს ჩინოვნიკები წელიწადში 51 ტონა საწვავს დახარჯავენ

20-04-2018

დედოფლისწყარო მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირებს ბიუჯეტის ხარჯზე თვეში 4000 ლიტრი ბენზინი და 250 ლიტრი დიზელი გამოეყოფათ, რაც წელიწადში 51 000 ლიტრს შეადგენს.

დადგენილება მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირებისა და სხვა მოსამსახურეებისთვის განკუთვნილი საწვავის ლიმიტების შესახებ დედოფლისწყაროს საკრებულომ 2018 წლის 13 აპრილს მიიღო. 

დადგენილების თანახმად, საწვავის ყოველთვიური ლიმიტის პლასტიკურ ბარათზე და ჩიპზე ჩატვირთვა, ასევე საწვავის ტალონების გაცემა მოხდება მხოლოდ მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებებით განსაზღვრულ თანამდებობის პირებსა და სამსახურებრივ მივლინებაში მყოფ მოსამსახურეებზე. განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, თანამდებობის პირებს შეიძლება დამატებით მიეცეთ საწვავი ლიმიტით დადგენილზე არაუმეტეს 20 %-ის ოდენობით.

reginfo.ge