გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ხელვაჩაურის სამრეწველო ზონაში ახალი საწარმო შენდება

26-09-2021

ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის მიზნით ხელვაჩაურში შეიქმნა და ვითარდება სამრეწველო ზონა.


აჭარის მთავრობა აქტიურ საპრივატიზაციო პოლიტიკას ახორციელებს, რის შედეგადაც ამ ეტაპისთვის რეალიზებულია 20-ე მეტი სამრეწველო ნაკვეთი შესაბამისი საინვესტიციო ვალდებულებებით. ახალი პროექტი ხელვაჩაურში არანაკლებ 90 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთებზე, საწარმოების მოწყობას ითვალისწინებს.


აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონოიკის მინისტრთან ერთად სამრეწველო ზონაში ლამინატის საწარმოს მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო.


კომპანია „სტარარჯი" პირველი ეტაპის მშენებლობის დასრულებას 6 თვეში გეგმავს, რის შემდეგაც საწარმოში 100-მდე ადამიანი დასაქმდება. საწარმოს მშენებლობისთვის კომპანიამ 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.


სამრეწველო ზონაში სახელმწიფო საგზაო და კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწყობას ახორციელებს, რისთვისაც 14 მლნ ლარი დაიხარჯება. ასევე, ხორციელდება ელექტრო სისტემების გამართვა.