27-09-2021
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან და პარტიის სხვა წევრებთან ერთად „ქართული ოცნების" ქუთაისის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს შეხვდა.
იოსებ ხახალეიშვილის თქმით, უნდა მოხდეს სტუდენტური ცხოვრების ინტეგრირება ქალაქის განვითარების პერსპექტივასთან, რათა ქუთაისი განათლების და კულტურის ცენტრად რეალურად იქცეს. მისივე განცხადებით, ქუთაისი ცნობადი უნდა გახდეს კინომატოგრაფიით, მუსიკალური, სხვადასხვა თეატრალური ღონისძიებებითა და ფესტივალებით. ამასთან, იგი ახალგაზრდებისთვის არა მარტო საუკეთესო განათლების მიღების , არამედ გართობის, შემოქმედებითი შთაბეჭდილებების ადგილად უნდა იქცეს.
დღესვე ორგან იზაციის ოფისში, ახალგაზრდული პოლიტიკის შესახებ ხედვის პრეზენტაცია გაიმართა.
„ჩემი მიზანია ქუთაისი ახალგაზრდული სიცოცხლის ქალაქი იყოს. ყველა პროექტი, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ, თქვენი თაობისთვის უნდა იყოს მომხიბვლელი და ქუთაისში თვითრეალიზების საშუალებას უნდა გაძლევდეთ", -განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.