გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

თეა წულუკიანმა წყალბურთის ნაკრებს მიღწეული წარმატებებისთვის მადლობა გადაუხადა

27-09-2021

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძესთან ერთად საწყლოსნო სახეობათა გაერთიანებული ფედერაციის პრეზიდენტს ალექსანდრე ნიკოლაიშვილს და ფედერაციის სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.


მინისტრმა ფედერაციის ხელმძღვანელებს, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების ერთ-ერთ მწვრთნელს ზურაბ რურუას და მოთამაშეს ანდრო ბითაძეს მადლობა გადაუხადა ბოლო წლებში მოპოვებული გამარჯვებებისთვის. მოგეხსენებათ, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა 2014 წლიდან ზედიზედ ოთხჯერ იასპარეზა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპებზე, რაც ქართული წყალბურთისთვის და ზოგადად ქართული სპორტისთვის დიდი წარმატებაა.


თეა წულუკიანმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ სამინისტროსთვის მაღალი მიღწევების სპორტთან ერთად მნიშვნელოვანია მასობრიობის გაზრდა და ახალგაზრდების ჩართულობა სხვადასხვა პროექტებში. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული ყურადღება ცურვას დაეთმობა, რომელსაც ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაში გამორჩეული ადგილი უჭირავს.


მინისტრის დავალებით შეხვედრაზევე გადაწყდა ცურვის ტურნირის ჩატარება, რომელშიც მონაწილეობას ასაკოვანი მოყვარული მოცურავეები მიიღებენ და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მოახდენენ. მინისტრის თქმით, სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია, რომ სპორტულ აქტივობებში არამარტო ახალგაზრდები, არამედ ასაკოვანი ადამიანებიც ჩაერთონ.


შეხვედრაზე გამოიკვეთა ინფრასტრუქტურული პრობლემები - აუზები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ. ასეთ აუზებზე სავარჯიშო და მითუმეტეს საშეჯიბრო პროცესის წარმართვა შეუძლებელია.


შედგა შეთანხმება, რომ აღნიშნული პრობლემის ეტაპობრივად გადაჭრაზე სამინისტრო და ფედერაცია ერთობლივად იზრუნებენ და ამ პროცესში აქტიურად ითანამშრომლებენ რეგიონალურ მუნიციპალიტეტებთან.