გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი: „მთავარი არხი" იყენებს საერთაშორისო კომპანიების სახელს, კვლევას კი ადგილობრივი კომპანია ატარებს, რომლის უკანაც ერთ-ერთი მთავარი გამყალბებელი, თარხნიშვილი და დგას

27-09-2021

„მთავარი არხი" უბრალოდ იყენებს საერთაშორისო კომპანიების სახელს, კვლევას ადგილობრივი, ქართული კომპანია ატარებს, რომლის უკანაც ერთ-ერთი მთავარი გამყალბებელი, თარხნიშვილი და მისი კომპანია დგას, რომელიც არათუ კვლევებს, 2012 წლამდე არჩევნებს აყალბებდა- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, „ქართული ოცნების" ამოცანაა, არჩევნებამდე მშვიდად მივიდეთ, საბოლოო კვლევის შედეგები კი 2 ოქტომბერს იქნება.


„რაც შეეხება თქვენს მიერ დაკვეთილ, გაყალბებულ კვლევებს, მე მინდა ჩვენს მოსახლეობას შევახსენო ძალიან მარტივად რამდენიმე მაგალითი. 2012 წლის 1 ოქტომბრამდე თქვენ დაჟინებით, სისტემატიურად ატყუებდით მოსახლეობას, რომ „ოცნება" აგებს არჩევნებს, „ნაცმოძრაობა" მოდის უმრავლესობით, 60%-ს იღებს და აშ.. მოსახლეობამ არჩევნების შედეგი ნახა, როცა სააკაშვილის ხელისუფლებამ წააგო და რა თქმა უნდა, მოიგო „ქართულმა ოცნებამ". მაგის შემდეგ, ყოველ არჩევნებზე, ყოველი არჩევნების წინ, თქვენ ცდილობთ, რომ მოსახლეობა შეიყვანოთ შეცდომაში, მაგრამ დღეს უკვე ძალიან რთულია ჩვენი ხალხის მოტყუება და რა თქმა უნდა, მიუხედავად თქვენი პროპაგანდისა, ბუნებრივია ჩვენ ანალიზს ვუკეთებთ და ძალიან კარგად ვარჩევთ თეთრს და შავს.


მოსახლეობას რომ ვუთხრათ, თქვენ უბრალოდ იყენებთ საერთაშორისო კომპანიების სახელს, ამ სამუშაოს, კვლევას ატარებს ადგილობრივი, ქართული კომპანია. ვინ დგას ამ ქართული კომპანიის უკან- დგას ერთ-ერთი მთავარი გამყალბებელი, ბატონი თარხნიშვილი და მისი კომპანია, რომელიც არათუ კვლევებს, არჩევნებს აყალბებდა, 2012 წლამდე, წლების განმავლობაში არჩევნებს უყალბებდა ჩვენს მოსახლეობას, იგივე პიროვნება, თარხნიშვილი და „ნაცმოძრაობა" აკეთებს ამ კვლევებს, უბრალოდ, IPSOS-ის ან სხვადასხვა ბრენდული საერთაშორისო ორგანიზაციების სახელს იყენებენ. ძალიან კარგად ვიცი როგორ ხდება, უხდიან მომსახურებაში ანაზღაურებას, შემდეგ ის კომპანიები ეკითხებიან დამკვეთს, თუ ვინ შეასრულებს ადგილზე სამუშაოებს. აქედან გამომდინარე, ეს არის გაყალბებული კვლევები, სასაცილოა, ამ კითხვაზე შეიძლება ღიმილით ვუპასუხოთ უბრალოდ, როგორ შეიძლება, რომ თითქმის იგივე შედეგი აჩვენოს „ნაცმოძრაობამ" და ჩვენმა პარტიამ, რომელსაც თითქმის ორჯერ მეტი შედეგი აქვს. აქედან გამომდინარე, ჩვენი ხელისუფლების, „ქართული ოცნების" ამოცანაა, რომ არჩევნებამდე მშვიდად მივიდეთ და საბოლოო კვლევის შედეგები იქნება 2 ოქტომბერს",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.