გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

27-09-2021

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა. თორნიკე რიჟვაძემ მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო. მთავრობის თავმჯდომარის თქმით, აუცილებელია დაკარგული ტერიტორიების და დაკარგული ურთიერთობის დაბრუნება.


,,დღეს არის მძიმე დღე ჩვენი ქვეყნისთვის, სოხუმის დაცემის დღე და გარდა ამ დღის სიმძიმისა, ეს არის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს დაკარგულ ტერიტორიებს, დაკარგულ ურთიერთობებს, რომელიც აუცილებლად უნდა დავიბრუნოთ" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.