გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მიზნობრივ ბაზრებზე მარკეტინგულ კამპანიებს განაგრძობს

27-09-2021

მსოფლიოში პანდემიის არსებობის პერიოდში, საერთაშორისო ბაზრებიდან მოგზაურთა ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ქვეყნის ცნობადობისა და ტურისტულად მიმზიდველი ადგილების აქტიურ კამპანიებს აგრძელებს.


აღნიშნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2021 წელს ტურიზმის ადმინისტრაციამ საერთაშორისო პლატფორმა, Culture Trip-ზე მასშტაბური მარკეტინგული კამპანია დაიწყო. საქართველოს საიმიჯო ინფორმაციის გავრცელება 28 მაისიდან 7 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა, საფრანგეთში; გერმანიაში; ბალტიის ქვეყნებში; ისრაელში; საუდის არაბეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში. საერთაშორისო პლატფორმა Culture Trip-ზე ქვეყნის პოპულარიზაციის მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სათავგადასავლო, ეკო და აგრო ტურიზმს, ღვინოსა და გასტრონომიას. კამპანიის ფარგლებში სოციალურ ქსელებში (FB, Instagram; Twitter) საქართველოს საიმიჯო ფოტო მასალა განთავსდა, მომზადდა 9 სტატია, სოციალურ ქსელებში ე.წ. ჩვენების (Impressens ) რაოდენობამ 5 590 000 შეადგინა.


„ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაში ITB Berlin მიიღო მონაწილეობა, სადაც საქართველო გამოფენის პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგა სათავგადასავლო და მდგრადი ტურიზმის მიმართულებით. მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა FITUR-ზე კი საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით იყო წარმოდგენილი. ორივე გამოფენაზე საქართველო სპეციალური სტატუსით მონაწილეობდა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ცნობადობის ამაღლების, ქვეყნის იმიჯის განმტკიცებისა და ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციისათვის საერთაშორისო ბაზარზე.


ტურიზმის ადმინისტრაცია წელს მონაწილეობს „დუბაი ექსპოსა“ და ბარსელონის საერთაშორისო გამოფენებში, რაც ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების გაზრდას როგორც ესპანეთიდან, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან“, - აცხადებენ ტურიზმის ადმინისტრაციაში.